განათლება საზღვარგარეთ

შესავალი

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სთავაზობს იმავე უფლებებსა და პრივილეგიებს, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის - საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. 

აღნიშნული პროგრამების ფარგლებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლების მიღების მიზნით, ჩაერთოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს შეიქმნა სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია შექმნას მოსახლეობისათვის, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის, ევროპის, აშშ-ს და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს წარმატებულ აპლიკანტებს შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით.

ერასმუს +

ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველო Erasmus+ პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებებსა და საგრანტო კონკურსებში.

პროგრამა Erasmus+ Degree Mobility პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაფინანსება მიიღონ უცხოეთში მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/calls-for-proposals-tenders.

დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/resources#tab-1-0.

Erasmus+ პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ევროკომისია, თუმცა პროგრამის განხორციელება ხდება ეროვნული სააგენტოების მეშვეობით. Erasmus+ ეროვნული ოფისი ფუნქციონირებს საქართველოშიც (www.erasmusplus.org.ge), რომლის მიზანია გააუმჯობესოს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კომპონენტების  შესახებ ინფორმირებულობა, აქტუალურობა და მნიშვნელობა, ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს.

 

ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა 

ვიშეგრადის ფონდი სთავაზობს სტიპენდიებს სტუდენტებს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებიდან. სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრებისა და პოსტ-მაგისტრების (დოქტორანტების/პოსტ-დოქტორანტების) სწავლისა და კვლევისათვის V4 რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი).

აპლიკანტებმა უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: http://my.visegradfund.org/scholarships.

სტიპენდია ფარავს V4 ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაძლებელია სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება. 

დეტალური ინფორმაცია ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://visegradfund.org/scholarships/visegrad-scholarship-program-eap.

 

გაერთიანებული სამეფოს სასტიპენდიო პროგრამა - Chevening

Chevening არის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამეგობრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. პროგრამა ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს დიდ ბრიტანეთში. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია.

დეტალური ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.chevening.org/georgia/.

2013 წელს, საქართველოს ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). დაფინანსება მოიცავს არა მარტო სწავლის საფასურს, არამედ ისეთ ხარჯებსაც, როგორიც არის: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი, ვიზის გადასახადი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://istudy.ge.

 

გერმანიის სასტიპენდიო პროგრამები 

  • DAAD არის მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას. ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. DAAD-ს გააჩნია რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი მსოფლიოში. ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისშიც(http://ic.daad.de/tbilissi/).

სტუდენტებს, მაგისტრებსა და მეცნიერებს DAAD სთავაზობს საგნებისა და კვლევების ფართო არჩევანს მეტწილად გერმანულ ენაზე, თუმცა არსებობს სტიპენდიები ინგლისურ ენაზეც. სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს.

დეტალური ინფორმაცია DAAD-ის  სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/en/.

განაცხადის შეტანის პროცედურა შესაძლოა განსხვავდებოდეს სასტიპენდიო პროგრამას მიხედვით. DAAD-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე: 

https://www.daad.de/deutschland/stipendium/hinweise/en/8527-application-forms-downloads/.

  • ბიოლის ფონდი სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს სხვადსხვა სპეციალობის როგორც საბაკალავრო, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

აპლიკანტებს მოეთხოვებათ გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 ან DSH2).

აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 19 ივლისიდან 9 სექტემბრამდე შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.boell.de/de/stipendium-studium.

დეტალური ინფორმაცია ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.boell.de/en/foundation/application.

 

უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. 

საქართველოს, როგორც გამგზავნი მხარის მიერ პროგრამის განხორციელების საფუძველია „Stipendium Hungaricum” ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2020 წლის 6 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად საქართველოსთვის გამოყოფილია 80 კვოტა უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად.

2021-2022 სასწავლო წლისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი კვოტები:

  • ბაკალავრიატი - 30;
  • მაგისტრატურა - 30;
  • დოქტორანტურა - 10;
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – 5. 

სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას.  ეს წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://stipendiumhungaricum.hu/.

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, გამოცხადდა კონკურსი სრული სტიპენდიის მისაღებად 2021-2022 აკადემიური წლის პროგრამებზე.

20 სრული სტიპენდიის დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ჩეხური (9 სტიპენდია), ასევე ინგლისური (11 სტიპენდია) ენის პროგრამებისათვის შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა
  • ფინანსები
  • სოფლის მეურნეობა
  • მათემატიკა
  • სტატისტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვა
  • ენერგეტიკა

აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

სამაგისტრო სასწავლო პროგრამაზე  სტიპენდიის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დიპლომის მქონე პირებს. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სწავლების 2 წელს და დამატებით ჩეხური ენის ერთწლიან  კურს.

პოსტ-მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ გააგრძელონ იმ პირებმა, რომლებმაც  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში განათლება  ინგლისურ ენაზე მიიღეს.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2.

 

იაპონიის სასტიპენდიო პროგრამა  

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT) იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამას.

აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ვებ-გვერდზე:

აბიტურიენტებისთვის - https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-undergraduate.html

მკვლევარებისთვის - https://www.studyinjapan.go.jp/en/smap-stopj-applications-research.html  

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_en/11_000001_00166.html

 

ესტონეთის სასტიპენდიო პროგრამები 

  • ესტონეთი აცხადებს სტიპენდიას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. საბაკალავრო პროგრამაზე სტიპენდიის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ დარგში, რომელიც ეხება ესტონური ენისა და კულტურის შესწავლას, ხოლო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდია ხელმისაწვდომია ნებისმიერ ფაკულტეტზე.

აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.studyinestonia.ee/study/scholarships/scholarships-degree-studies

 

  • ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად შემდეგ პროგრამებზე:
  • ვიზუალური მედია;
  • ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სოციალური მეწარმეობა.

 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 15 ივლისამდე შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.tlu.ee/en/application-procedure.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2021

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის პროგრამა

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი (European University Institute (EUI)), ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ვიშეგრადის, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ახალგაზრდა მკვლევარებისთვის განკუთვნილ კვლევით საგრანტო პროგრამაზე 2021-2022 წლებისთვის. პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა გრანტი 5000 ევროს ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ და საბაზისო დონეზე ფრანგულ ენებს.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2020 წლის 30 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.eui.eu/Research/HistoricalArchivesOfEU/International-Visegrad-Fund-Research-Grant-Programme-2021-2022

 

გაერთიანებული სამეფოს პროგრამა

ბანგორის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით  სადოქტორო სტიპენდიის მოსაპოვებლად. წლიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 15,285 ფუნტ სტერლინგს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის დამადასტურებელ სერთიფიკატს (IELTS 6.5).

აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 11 ივნისამდე შემდეგ ვებ-გვერდზე: https://apps.bangor.ac.uk/applicant/.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.scholarshipsads.com/uk-bangor-university-phd-international-positions-fully-funded-2021-22/

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N201 დადგენილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამები გულისხმობს საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე კონკურსის წესით სწავლისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას.

ცენტრი იღებს განაცხადებს იმ პირებისგან, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ფლობენ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ დოკუმენტს, აქვთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და დაფინანსების მოპოვების სურვილი. დაინტერსებულ პირებს ყოველწლიურად აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის (IEC) ვებგვერდის (www.iec.gov.ge) მეშვეობით. ცენტრი განიხილავს განაცხადს დაფინანსების სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე. დაფინანსება ითვალისწინებს მგზავრობასთან, საზღვარგარეთ სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

2021-2022 სასწავლო წლისათვის ცენტრის მიერ გამოცხადებულია შემდეგი პროგრამები:

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის, სრულად ან ნაწილობრივ, სადოქტორო პროგრამის  3 (+1) წლის ხანგრძლივობის ფარგლებში. 

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 -  სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ ხელოვნების, რესტავრაცია/კონსერვაციისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ  აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.

დეტალური ინფორმაცია ზემოხსენებული პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ-ვებ-გვერდზე:

https://iec.gov.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2021-2022%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

2021-2022 სასწავლო წლისათვის ასევე იგეგმება შემდეგი პროგრამების გამოცხადება:

აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა - სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა აკადემიური მიმართულებით. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევა ეფუძნება ღია კონკურსის წესს, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საფუძველია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ააიპ - ათასწლეულის ფონდი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდს შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე.